ჩემი ძმა მანქანაში მარტო არ იყო - კიწმარიშვილის გარდაცვალების ახალი დეტალები
სამართალი - 18:18, 26 Sep, 2014     8710

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალები ჩნდება. ქალაქის მთავარ სამმართველოში სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა კომპლექსური ბალისტიკური ექსპერტიზა, რომელიც გარდაცვლილის ავტომობილში მიმდინარეობდა.

დღევანდელ ექსპერტიზაზე აღადგინეს სურათი, თუ რა მდგომარეობაში იყო ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვალებამდე. დღევანდელ ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღო პიროვნებამ, რომელიც პარამეტრებით დაახლოებით ჰგავს ეროსი კიწმარიშვილს. იგი ჩასვეს ავტომობილში და მისი მეშვეობით მოხდა განსაზღვრა, თუ კონკრეტულად რა ტრაექტორიით მოხდა ტყვიის გასროლა. ასევე დადგინდა თუ რა მდგომარეობაში იყო ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვალებამდე.

ექსპერტიზის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ეროსი კიწმარიშვილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა, რომელიც ექსპერტიზის მიმდინარეობას ესწრებოდა.

ზურაბ კიწმარიშვილი მიიჩნევს, რომ გარდაცვალებამდე მისი ძმა მარტო არ იყო:

„ძალიან მჭიდროდ იყო სკამზე გადაწოლილი, მიბჯენილი იყო მთლიანად ზურგით და თავითაც. ეს მაფიქრებს სხვა ვითარებაზე, რომელიც იმ მომენტში შესაძლოა ყოფილიყო. ვფიქრობ ისეთ ვითარებაზე, რომ ავტომობილში გარდაცვლილის გარდა იყო მეორე პიროვნება, რომელიც ღვედით ან რაიმე სხვა საშუალებით უკნიდან ეწეოდა და მის გაკონტროლებას ცდილობდა“, - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.

ექსპერტიზის მიმდინარეობას დამოუკიდებელი ექსპერტიც აკვირდებოდა. დასრულების შემდეგ მან განაცხადა, რომ გამოძიებასთან კონკრეტული კითხვები აქვს. ზაზა ალთუნაშვილმა გამოყო ე.წ. სამზეურები, მისი თქმით სამზეურები იყო ჩამოწეული ავტომობილში და სწორედ ეს აჩენს კითხვებს.

„კითხვები დაისვა და ამ კითხვებს შესაბამისი პასუხები უნდა გაეცეს. აღდგა სურათი. არსებობს რაღაც ვერსია და მის დადასტურებას ან უარყოფას უნდა გაეცეს პასუხი“, - განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა.

კიწმარიშვილის საქმის გამოძიებაში კიდევ ერთი ექსპერტიზა დარჩა ე..წ უხილავი კვალის ექსპერტიზა, რომელიც ღამით უნდა ჩატარდეს. დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ უახლოეს მომავალში კიწმარიშვილის ოჯახი გამოძიებას შუამდგომლობით მიმართავს, თუმცა, დეტალები ჯერჯერობით უცნობია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42