„სახელმწიფო რეჟიმების შეცვლის სამხედრო ოპერაციები საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ნეგატიური შედეგების გარეშე არ ჩაივლის. შედეგად, აუცილებელია, რომ საერთაშორისო საზოგადოება პატივს სცემდეს ერის თვითმყოფადობას, მიუხედავად მისი მიდრეკილებისა ექსტრემიზმისკენ და ტერორიზმისკენ, მისი გამოვლინების ნებისმიერი თვალსაზრისის გათვალისწინებით“, - აღნიშნული განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკეთა.
რადას ფორუმის პირველ პლენარულ სხდომაზე ლავროვმა აღნიშნა, რომ იგი მიესალმება საზოგადო ფორუმის „ცივილიზაციის დიალოგის“ მე-12 სესიის მონაწილეებს, სესია კუნძულ როდოსზე იმართება.
„ნებისმიერ მცდელობას, საკუთარი ღირებულება გააჩნია, ასევე, ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში რეჟიმის ცვლილების მცდელობას, საკუთარი ნეგატიური შედეგები მოჰყვება. აუცილებელია გათვალისწინებული იყოს და პატივი ვცეთ ერის თვითმყოფადობას და მათ უფლებას, თავად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი“, - განაცხადა ლავროვმა.
როგორც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რუსეთი მსოფლიოს საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანებას ემხრობა კოლექტიური პასუხების ძიებაში.
„ასეთი მიდგომა აუცილებელია ნებისმიერ რეგიონში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაშიც, სადაც კომპლექსური სტრატეგიის შემუშავებაა აუცილებელი, რაც წინააღმდეგობას გაუწევს შესაბამისად ექსტრემიზმს, ტერორიზმთან ბრძოლას და ეფექტურად მოახდენს ზეგავლენას კონფლიქტების მოგვარებაში“, - დასძინა მინისტრმა.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






