საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა უკვე დააკმაყოფილა სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების მოთხოვნა გადადგომის თაობაზე. ზვიად სიჭინავას თქმით, არსებული ვითარების მიუხედავად, პრობლემები უკვე დაგეგმილ მატჩებს არ შეექმნება.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ასევე განმარტა მოდულის შენობაში მისვლის მიზეზი, მისი თქმით, იგი საკუთარი სურვილით მივიდა, რადგან აინტერესებდა, აქვს თუ არა გამოძიებას ინფორმაცია სხვა მსაჯებთან დაკავშირებით.
„კომიტეტი დასრულდა, მივიღეთ გადაწყვეტილებები, წერილები, რომლებიც გაიგზავნა „ფიფასა“ და „უეფაში“, საღამოს შემოსული წერილი დავუკმაყოფილე. მოდულის შენობაში ვიყავი, ჩემი თხოვნით მე გამოვთქვი სურვილი, რომ შეხვედრა შემდგარიყო იმ თემაზე, რომ ჩვენ უნდა გავაგზავნოთ კანდიდატები „ფიფას“ შეხვედრაზე“, - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.
მასალის გამოყენების პირობები






