ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გოგონა ინტერნეტით მიმართვას ავრცელებს
მსოფლიო - 19:17, 25 Sep, 2014     33986

16 წლის გოგონა, რომელიც ნოვოსიბირკში ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლად იქცა, ინტერნეტში მიმართვას ავრცელებს.

მან მიმართვა სოციალურ ქსელში "ВКонтакте" განათავსა.

ამასთანავე მან განაცხადა, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ის ქსელში საკუთარ გვერდს გააუქმებდა.

„მეგობრებო, იმისთვის რომ თავიდან ავიცილო ყალბი ინფორმაციის გავრცელება, მინდა შეგატყობინოთ, რომ ყველა ეს არსება უკვე დაჭერილი და დაკითხულია, ახლა ისინი გისოსებს მიღმა იმყოფებიან, სრულწლოვანებს 10 წელზე მეტი, ხოლო არასრულწლოვანებს 10 წლამდე ციხე ელოდებათ.

მინდა გითხრათ, რომ სისხლის ანალიზი გავიკეთე და არავითარი ნარკოტიკი არ აღმომაჩნდა, იმ ადამიანებს , რომლებმაც იციან რა და როგორ მოხდა და არ არიან ბრბოს ნაწილი, როგორც უმრავლესობა, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა მხარდაჭერისთვის , ეს გვერდი მალე წაიშლება, ის ბიჭები კი იქნებიან ციხეში.“- წერს ძალადობის მსხვერპლი გოგონა.

შეგახსენებთ, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკში მოხდა. რუსული მედიის ინფორმაციით, 16 წლის გოგონა ახალგაზრდების ჯგუფმა გააუპატიურა, შემდეგ კი მოძალადეებმა გოგონას შიშველი ფოტოები ინტერნეტში გამოაქვეყნეს.

როგორც რუსული მედია იუწყება, გოგონას მეგობარმა ბიჭმა სწორედ ასე გადაწყვიტა მასზე შურისძიება მას შემდეგ, რაც მისსავე მეგობართან ოთახში განმარტოებულს შეუსწრო. მოძალადეებმა გაუპატიურების დროს ბოთლები და სანთებელა გამოიყენეს.

მოძალადეების ნაწილი უკვე დაკავებულია, დანარჩენების მიმართაც სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

გოგონა სამედიცინო ცენტრში რეაბილიტაციის კურსს გადის, ის უკვე დაკითხეს გამომძიებლებმა.

ერთ-ერთი ვერსიით, წვეულებაზე არასრულწლოვანებმა ალკოჰოლთან ერთად ნარკოტიკული ნივთიერებებიც მიიღეს, რაც მათი არაადეკვატური ქცევის მიზეზი გახდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოძალადებს შორის ერთ-ერთი ტაიკვანდოში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია, ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში ადრეც იყო შემჩნეული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42