შინაგან საქმეთა სამინისტრო წინააღმდეგია, რომ მოსმენების ე.წ. გასაღები მათი უწყებიდან გამოვიდეს და მობილურ ოპერატორებს გადაეცეთ.
ამის შესახებ, პარლამენტში, უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით გამართულ დასკვნით შეხვედრაზე, შს მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ განაცხადა.
„უნდა გაძიერდებს პერსონალური დაცვის ინსპექტორის საზედამხედველო როლი და შესაბამისად გარე კონტროლის მექანიზმი ითვალისწინებს ავტომატურ რეჟიმში ყველა ინფორმაციის გადაცემას ინსპექტორისათვის. შესაბამისად, ინსპექტორის მხრიდან ჩნდება უკვე ინფორმაციის გაკონტროლების და ზედამხედველობის შესაძლებლობა“, - აცხადებს იზორია.
პარლამენტში უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით დასკვნითი შეხვედრა იმართება. საქართველოში მყოფი უცხოელი ექსპერტები ამ საკითხზე მომუშავე ჯგუფს, დეპუტატებს, არასამთავრობოებს, კანონპროექტის ავტორებსა და სახალხო დამცველის წარმომადგენელს ხვდებიან.
ევროპელი სპეციალისტები თვლიან, რომ მოსმენების ე.წ. გასაღები ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიას უნდა ჰქონდეს, ანალოგიურად ფიქრობს სამოქალაქო სექტორიც და იმედოვნებს, რომ კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანა 1 ნოემბრამდე მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები






