სასამართლომ ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო
სამართალი - 13:36, 25 Sep, 2014     1826

2014 წლის 9 სექტემბერს სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

სასამრთლომ სახდელის ზომად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 800 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ყოფილი თანამშრომლის, იური საროკინის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერებას შესწავლის მიზნით, თეატრიდან წერილობით გამოითხოვა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დაარღვია კანონის მოთხოვნა და საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტაცია სახალხო დამცველის აპარატს არ მიაწოდა.

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონი ადგენს, რომ მასალა, საბუთი, სხვა ინფორმაცია და ახსნა-განმარტება საქართველოს სახალხო დამცველს უნდა გადაეცეს მოთხოვნის მიღებისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასალა, საბუთი და სხვა ინფორმაცია მოთხოვნილია წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში საბუთი და სხვა ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველს უნდა გადაეცეს 10 დღის ვადაში.

კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველმა მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო სამხატვრო ხელმძღვანელის მიმართ ადმინისტრაციული წესით სანქციის გამოყენება მოითხოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42