უკრაინა დასავლეთს მოუწოდებს რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების მოხსნისგან თავის შეიკავოს, ამ მოთხოვნით საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინის პრემიერ მინისტრმა არსენ იაცენუკმა გაეროს გენერალური ასამბლეაზე მიმართა. იაცენუკმა დასავლელ პარტნიორებს ის პირობა შეახსენა, რა პირობითაც უკრაინამ ოცი წლის წინ ბირთვული სახელმწიფოს სტატუსზე თქვა უარი.
„სანქციები- რეალური გზაა იმისთვის, რომ დაიწყოს ნამდვილი მოლაპარაკებები, ასევე ეს არის ჩაქუჩი, რომელიც გამოჭედავს სამშვიდობო შეთანხმებას, მე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს არ გააუქმონ სანქციები მანამ, სანამ უკრაინა არ დაიბრუნებს კონტროლს მთელ თავის ტერიტორიაზე, აღმოსავლეთიდან დაწყებული ყირიმის ჩათვლით, ყირიმი იყო, არის და იქნება უკრაინის ნაწილი“- განაცხადა იაცენუკმა.
იაცენუკმა მიმართვა პუტინის მიმართაც გააკეთა, „ბატონო პუტინ თქვენ შეიძლება გამარჯვება მოიპოვოთ უკრაინულ ჯარზე, მაგრამ თქვენ ვერასოდეს გაიმარჯვებთ უკრაინელ ხალხზე.“
მასალის გამოყენების პირობები






