აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას მსოფლიოს მოუწოდა, დაეხმაროს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ძალებს, ერაყსა და სირიაში გაანადგურონ ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“, რომელსაც ობამამ „სიკვდილის ქსელი“ უწოდა. ობამას შეფასებით, ექსტრემისტებთან მოლაპარაკება შეუძლებელია. ერთადერთი ენა, რომელიც ასეთ მკვლელებს ესმით, ძალის ენაა.
ობამა შეეხო უკრაინის კრიზისსაც და განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის მოქმედება არის გამოწვევა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წესრიგისთვის. ობამას თქმით, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მხარდაჭერას გაუწევენ უკრაინელ ხალხს, დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარების გზაზე.:
აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით მსოფლიო იმყოფება "ომისა და მშვიდობის, არეულობისა და ინტეგრაციის, შიშისა და იმედის" გზაგასაყარზე.
მასალის გამოყენების პირობები






