ლაშა მახარაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული, გიორგი ოქროპირიძის ოჯახი, სამართლებრივი დავის გაგრძელებას გეგმავს.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ოქროპირიძის ფიზიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს.
მინისტრის მოადილის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ოქროპირიძეს ერთადერთი თვითდაზიანება ხელზე აქვს, რაზეც მას შესაბამისი დახმარება უკვე აღმოუჩინეს.
მისი თქმით, იგი ოქროპირიძის ოჯახსაც შეხვდა და შექმნილი ვითარება პირადად გააცნო.
„სახალხო დამცველის მიერ შედგენილ ოქმზე შავით თეთრზე წერია, რომ მას აღენიშნება ერთი დაზიანება ხელზე, რომელიც დამუშავებულია სათანადო წესით და შეხვეული აქვს ექიმის მიერ. ასე, რომ არანაირი ფიზიკური ზეწოლაზე საუბარი არ შეიძლება იყოს ამ ეტაპზე. თუ მომავალში მსგავსი ფაქტი მოხდება, უმკაცრესად დაისჯება ის ადამიანი, ვინც თავის მოვალეობას გადააჭარბებს“, - განაცხადა თალაკვაძემ გადაცემა „არჩევანში“.
გიორგი ოქროპირიძე ამ დროისთვის ბათუმის საპყრობილეშია გადაყვანილი.
მასალის გამოყენების პირობები






