თენგო ერისთავის ოჯახის განცხადებით სააპელაციო სასამართლომ ახალი გარემოებების მიუხედავად მათი სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. ამის შესახებ ერისთავის ოჯახმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
„სააპელაცია სასამართლომ არ მიიღო განხილვაში საქმე, რომელში იყო ახალი გარემოებები. კერძოდ, იყო ხუთი მოწმის ჩვენება. ამ ახალი გარემოებების უგულებელყოფით ჩემი ძმა დარჩა ციხეში“, - განაცხადა თენგო ერისთავის ძმამ.
თენგო ერისთავი 17 სექტემბერს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მას 7 აბი ნარკოტიკული ნივთიერება "სუბოტექსი" აღმოაჩნდა. დაკავებულის ოჯახის წევრების განცხადებით, ერისთავს ნარკოტიკები ჩაუდეს და ის აბაშიძეზე მოკლული ლაშა მახარაძის მეგობარია და მათი ვარაუდით, დაკავება შესაძლოა ამ ფაქტს უკავშირდებოდეს.
როგორც ცნობილია საქმის გამოძიებაში უკვე ჩაერთო სახალხო დამცველი და ახალგაზრდა იურისტთან ასოციაცია.
მასალის გამოყენების პირობები






