მისი თქმით, რუსეთის მხარესთან მოლაპარაკებებში ექსპორტ-იმპორტის ასოციაცია ჩაერთვება, რათა ალკოჰოლური მიმართულების გარდა ბაზარზე ციტრუსისა და ხილ-ბოსტნეულის დაბრუნებაც მოხდეს. "ვინაიდან თუ ბაზარი გაიხსნება, გაიხსნება ყველასათვის", - აღნიშნა კირვალიძემ.
მინისტრის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ბიზნესი და მთავრობა ერთად მუშაობს. ,,ჩვენ ამით უფრო ძლიერნი ვართ. აქ არის საუბარი მთლიანად ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორისთვის ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის და თამაშის ერთიანი წესების შექმნის შესახებ, რაშიც ჩვენ ვართ ერთიანნი. არც ერთი კომპანია არ აპირებს, რომ სხვა ბაზარი შეკვეცოს რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად, მისი განცხადებით რუსეთის მხარესთან შეხვედრა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის "ახლად შექმნილი არხის" გამოყენებით დაიგეგმა. ბატონ ონიშჩენკოსთან შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ღვინის ეროვნული სააგენტო ბიზნესასოციაციის ფორმით იმისათვის, რომ კონკრეტულ საკითხებზე დაიწყონ საუბარი, ვინაიდან განცხადებების დონეზე არაერთხელ ითქვა, რომ პოლიტიკურად ეს პრობლემა მოხსნილია - მობრძანდით, დავიწყოთ", - აღნიშნა კირვალიძემ. მისივე თქმით, რუსეთის მხარესთან შეხვედა, სავარაუდოდ, ძველით ახალი წლის შემდეგ გაიმართება.
,,ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე უნდა იყოს ღია და სამართლიანი, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქართული მხარე მოლაპარაკებისთვის მზად არის.
"მოლაპარაკებები არის პირველი ეტაპი, რომ დაბრუნდეს ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე. ხაზგასასმელია ის, თუ როგორი ფორმით დაბრუნდება ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე. მოლაპარაკებების დროს, ჩვენი პოზიცია იქნება, რომ ქართული ღვინის დაბრუნება უნდა იყოს ღია და სამართლიანი, ისეთივე, როგორც სხვა ქვეყნებისთვის არის რუსეთში ექსპორტი. რუსული მხარისთვის კარი იქნება ღია, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ხარისხის კონტროლის სიტემაში, რათა არ გაჩნდეს არანაირი ეჭვი", - აღნიშნა დავითაშვილმა.
"ექსპოჯორჯიაში" შეხვედრაზე მყოფი ღვინის კომპანიების წარმომადგენლების თქმით, ქართული ღვინო მაღალკონკურენტუნარიანი ბარების სტანდარტებს აკმაყოფილებს.
მასალის გამოყენების პირობები






