აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქრიაშვილის დედა საკუთარი შვილის ცემაზე საუბრობს. მისი თქმით, ოქრიაშვილს საპატიმროში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ კი დედამ და ადვოკატმა დაგვიანებით გაიგეს.
ცირა გოდერძიშვილმა „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მისი შვილი გიორგი ოქროპირიძე ამ დროისთვის არის სასტიკად ნაცემი და ის ბათუმში სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.
გოდერძიშვილის ინფორმაციით, როგორც უკვე ცნობილია ოქროპირიძე არ აღიარებს ლაშა მახარაძის მკვლელობას და ცემის მიზეზი სწორედ მისგან ამ აღიარების მოპოვება იყო. გოდერძიშვილის ინფორმაციით, ოქროპირიძეს გამოცხადებული აქვს მშრალი შიმშილობა და ცემის შემდეგ მან პროტესტის ნიშნად თვითდაზიანებებიც მიიყენა, რის გამოც ის სტაციონალურ მკურნალობას საჭიროებს.
„საკნიდან გაიყვანეს, სასტიკად სცემეს, შუადღით ფეხზე ვერ დგებდა. მერე მოათავსეს კარცერში სადაც ისევ ურტყავდნენ და გუანტანამოს მოვაწყობთო. დამტებითი დაზიანებები თვითონ მიიყენა, იმიტომ რომ თავში ურტყავდნენ, მოშიმშილე პატიმარს რომ სცემ და საშინელ დღეში აგდებ. ყველას ამოცნობა შემიძლიაო. დღევანდელ დღეზე ილაპარაკეთ, ადამიანი გადასარჩენია! ნუ თითხნიან ისევ ძველი მეთოდებით ბრალდებებს“,- განაცხადა ოქროპირიძის დედამ.
სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმარ ოქოროპირიძის ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს, რაც შეეხება მის გადაყვანას, უწყების ინფორმაციით, ოქორპირიძე ნამდვილად გადაყვანილია ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მისივე ეტაპირება სწორედ მისივე უსაფრთხოების მიზნით მოხდა. ოქოროპირიძის გადაყვანა მოხდა სავარაუდოდ თენგიზ ერისთავთან გარკვეული ინციდენტის შემდეგ.
ერისთავის ოჯახის წევრებიც აპირებენ სამართლებრივად საკუთარი საქმის გაგრძელებას მიმდინარე კვირაში მთავარ პროკურატურაში გენერალურ ინსპექციაში შევა მათი საჩივრები, რომლითაც ისინი ითხოვენ მათი უფლებების დარღვევისთვის თენგო ერისთავის დაკავების ოპერაციაში მონაწილე სამართალდამცავების დასჯას.
მათივე ინფორმაციით, ერისთავისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შემდეგ მათ ამ საქმეზე მოიპოვეს დამატებითი მტკიცებულებები და ასევ აღმოაჩინეს ადამიანები, რომლებიც თენგიზ ერისთავის უდანაშაულობას დაამტკიცებენ და სწორედ ამ ახალი გარემოებების საფუძველზე შეიტანეს მათ სააპელაციო სასამართლოშიც საჩივარი.
მასალის გამოყენების პირობები






