სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას ქონება და საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია. ასევე, ყადაღა დაედო თემურ ჯანაშიას ყოფილი მეუღლის და არასრულწლოვანი შვილების სახელზე რეგისტრირებულ ქონებას. ამის შესახებ განცხადება ჯანაშიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ „პირველი რადიოს“ რადიოკლუბში გააკეთა.
მისი შეფასებით ეს უკანონო გადაწყვეტილებაა, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ყადაღა ადევს ასევე თემურ ჯანაშიას პენსიის ანგარიშსაც.
„თემურ ჯანაშია, რომელიც იყო სამხედრო-საპოლიციო დაცვის სამსახურის ძალებში მომსახურე ადამიანი, რომელსაც აქვს შესაბამისი სტაჟი, კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ მას ჰქონდეს პენსია დანიშნული, რომელიც ერიცხება საბანკო ანგარიშზე და სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თემურ ჯანაშიას დაყადაღებული აქვს პენსიის ანგარიშიც. ვსვავთ კითხვას, რა არის ეს თუ არა თემურ ჯანაშიას წინააღმდეგ კიდევ ერთი უსამართლო ქმედება“,-განაცხადა ბექა ბასილაიამ.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით თემურ ჯანაშია დარჩა საარსებო სახსრების გარეშე, რადგან მას არ აქვს სამსახური და პენსია, რომელიც ჯანაშიას კანონით ეკუთვნის და მისთვის ერთადერთი შემოსავალის წყარო.
ადვოკატის თქმით, ყადაღის შესახებ განჩინება, რაც ითვალისწინებს ჯანაშიასა და მისი ყოფილი მეუღლის ქონებებზე შეზღუდვების დაწესებას აცდენილია სამსართლებრივ მოთხოვნებს.
"ყადაღის დადება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქონება შესაძლოა მოპოვებულია ან მიმართულია ფულის გათეთრებისკენ, ან კიდევ ტერორისტული დანაშაულის ჩადენისკენ ან თუ არსებობს ამ ქონების ჩამორთმევის ლეგიტიმური საფუძვლები. მოცემულ ბრალდებაში თემურ ჯანაშიას წარდგენილი აქვს ბრადება გაფლანგვაში თანამონაწილეობის კუთხით ანუ მას გამოძიება არ ედავება, რომ რაღაც თანხა მიითვისა , სახლში წაიღო ან ა.შ... მას გამოძიება ედავება, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი ნორმატიული რეგულაციებჭიროებებისთვის რასაც ის არსებობის პირობებში თანხები განკარგა იმ საჭიროებებისთვის რასაც ითვალისწინებდა კანონი და რასაც ითვალისწინებდა განარგულება. შესაბამისად მისი ქონების ჩამორთმევის არანაირი საფუძველი არ არსებობს",-განაცხადა ბექა ბასილაიამ.
მისივე თქმით, თემურ ჯანაშიას დაუყადაღეს ის ქონებაც, რომელიც მას შეძენილი აქვს იმ დრომდე სანამ დაინიშნებოდა სდსს-ს უფროსად.
წყარო: "პირველი რადიო"
მასალის გამოყენების პირობები






