2 ცალი ქათმის ქურდობის ამბავი: ბუმბულები მტკიცებულებად და ცემით მიღებული ჩვენება
სამართალი - 19:03, 22 Sep, 2014     2641
საშუალო ხნის მამაკაცები - ვლადიმერ გიორგაშვილი და დავით ფერაძე 2 ცალი ქათმის ქურდობის ფაქტზე განაჩენს ელოდებიან. ისინი 2014 წლის 10 თებერვლიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. პროკურატურას საქმეში მტკიცებულებად ბუმბულები აქვს. პოლიციამ მხოლოდ ერთ შემწვარ ქათამს მიაგნო, მეორე ქათამი უკვე შეჭმული იყო.

ეს ისტორია რკინიგზის დასახლებაში მოხდა. ვლადიმერ გიორგაშვილი, 2014 წლის 10 თებერვლამდე, სადგურის დასახლებაში მცხოვრებ მალხაზ მაყიშვილის სახლში ცხოვრობდა. როგორც თავად ამბობს, ციხიდან ახალი გამოსული იყო და სახლ-კარი არ გააჩნდა. როცა მალხაზ მაყიშვილმა ის რკინიგზის სადგურზე ნახა, სახლში სხვადასხვა სამუშაოებზე დახმარების მიზნით წაიყვანა. რამდენიმე დღის შემდეგ ვლადიმერ გიორგაშვილი მაყიშვილის ახლობელს დავით ფერაძეს სამუშაოად, შეშის საჭრელად გაჰყვა. ერთ საღამოს ორივე მათგანი მაყიშვილის სახლში ქათმებით დაბრუნდა. დილით კი პოლიცია თავზე დაადგა. გიორგაშვილი და ფერაძე დააკავეს.

სწორედ ასეთია ისტორია, რომელზეც ბრალდება გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებებით ემყარება.

სახლის პატრონი მალხაზ მაყიშვილი ამჟამად გარდაცვლილია. სასამართლო პროცესზე პროკურორმა მისი ჩვენება წაიკითხა.

,,2014 წლის 7 იანვარს რკინიგზის სადგურზე ვლადიმერ გიორგაშვილი ვნახე, რაღაც ისე იდგა, ვიფიქრე, ცუდად ხომ არ იყო. ცუდად ვარო, მიპასუხა. შემეცოდა და სახლში წავიყვანე. ჩემთან ცხოვრობდა. რამდენიმე დღეში ჩემი ახლობლები ფერაძე მოვიდა, გიორგაშვილი წაიყვანეს, შეშა უნდა დაეჭრათ. ერთ საღამოს ძალიან ნასვამი ვიყავი, ადრე დავიძინე. დილით რომ გავიღვიძე, გავარკვიე, რომ გიორგაშვილი და ფერაძე ღამე მოსულან ჩემთან სახლში, პური უჭამიათ. ვნახე ერთი ცალი შემწვარი ქათამი. პოლიცია მოვიდა და განაცხადეს, რომ ქათმები მოიპარესო" - აღნიშნულია მალხაზ მაყიშვილის ჩვენებაში.

ამ ჩვენების წაკითხვის შემდეგ ბრალდებულებმა - ფერაძემ და გიორგაშვილმა განაცხადეს, რომ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები ცემის შედეგად არის დაწერილი.

,,პოლიციელი იყო ერთი, გაბინაშვილი. სულ თავში და მუცელში მცემდა. სანამ სასურველი ჩვენება არ დაგვაწერინეს, არ მოგვეშვა. ის ქათმები ჩვენ არ მოგვიპარია. მაყიშვილის სახლში სხვებიც იყვნენ, იქნებ იმათ მოიტანეს" - განაცხადა პროცესზე ბრალდებულმა გიორგაშვილმა.

,,როცა ჩვენებები დავწერეთ" - აგრძელებს გიორგაშვილი - ,,პოლიციელებმა რესტორანში წაგვიყვანეს, გვაქეიფეს, რათა ცემის ამბავი არავისთვის გვეთქვა. ორი კვირის შემდეგ კი დაგვაკავეს"

პროკურორმა ია მეფარიშვილმა პროცესზე ცელოფანში შენახული ქათმის ბუმბულები წარმოადგინა. მოსამართლე შალვა კაკაურიძემ ბრალდებულებს განუცხადა, მოხდეს თუ არა მტკიცებულებების დათვალიერება.

,,რა უნდა ვნახოთ? აბა რა ვიცით, რომ ეგ იმ ქათმების ბუმბულია." - განაცხადებს ბრალდებულებმა.

სახელმწიფო ბრალდებამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით აწარმოა წინასწარი გამოძიება, რაც ჯგუფურად, საცავში შეღწევით სხვისი ქონების დაუფლებას ნიშნავს. როგორც პროკურორმა განაცხადა, მხარეებთან საპროცესო შეთანხმებაზე მიდის საუბარი. თუ საპროცესო შეთანხმება არ მიიღწევა, მოსამართლეს განაჩენის გამოტანა მოუწევს.

წყარო: qartli.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42