შელიას გარდაცვალების საქმეზე საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 18:36, 22 Sep, 2014     1733

21 წლის ჯემალ შელიას გარდაცვალების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

„2014 წლის 22 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ბრალდებულები კახაბერ წურწუმია, ზურაბ წურწუმია, ტარიელ წურწუმია და აკაკი გვასალია გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

მათ ბრალად ედებოდათ ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ასევე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.

საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულებმა თავი არ სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. აღნიშნულ საქმეზე გაიმართა 27 სასამართლო სხდომა, დაიკითხა ბრალდების 18 და დაცვის 15 მოწმე.

ღია სასამართლო სხდომებზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რაც შექმნიდა საფუძველს პირთა დამნაშავედ ცნობისათვის. საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ აღმოჩნდა საკმარისი პირთა დამნაშავედ ცნობისათვის და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ კახაბერ წურწუმია, ზურაბ წურწუმია, ტარიელ წურწუმია და აკაკი გვასალია უდანაშაულოდ სცნო წარდგენილ ბრალდებებში და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42