პროკურატურა ჯ.შელიას გარდაცვალებაში ბრალდებულების გათავისუფლებას სააპელაციოში გაასაჩვრებს
სამართალი - 17:15, 22 Sep, 2014     1369

პროკურატურა ჯ.შელიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯემალ შელიას გარდაცვალების საქმეზე ოთხი ბრალდებული უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

ჯემალ შელიას გარდაცვალების ფაქტზე სამართალდამცველებმა აკაკი გვასალია, ტარიელ, კახაბერ და ზურაბ წურწუმიები დააკავეს. მათ ბრალი წარედგინათ ჯემალ შელიას მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დანაშაული ჩადენილი იყო ჯგუფურად.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2013 წლის 24 დეკემბერს გლდანის პირველი მიკრო რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნული პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ლევან კობახიძეს, ჯემალ შელიას, გიგა პავლიაშვილსა და ვაჟა სანთელაძეს.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა - აკაკი გვასალიამ, ტარიელ, კახაბერ და ზურაბ წურწუმიებმა, ჯიხურში მყოფ ლევან კობახიძის დედას ელზა კობახიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების დროს სასტიკად იქნა ნაცემი ჯემალ შელია, რომელიც მიღებული დაზიანებებისგან მეორე დღეს გარდაიცვალა.

აკაკი გვასალიას, ტარიელ, კახაბერ და ზურაბ წურწუმიებს ბრალი წარედგინათ სსკ- 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 10 წლამდე ვადით. ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.

სასამართლო სხდომაზე პროკურატურის მიერ ოთხივე პირის ბრალდება დადასტურებული იქნა სასამართლოში გამოკვლეული თანმიმდევრული და უტყუარი მტკიცებულებებით: მოწმეების ჩვენებებით, სასამართლო - სამედიცინო დასკვნებითა და ექსპერტების ჩვენებებით. მიუხედავად ამისა, სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული პროკურატურის მტკიცებულებები. მოსამართლე გ.დარახველიძემ წარდგენილ ბრალდებაში ოთხივე პირი უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42