სამართლის დოქტორი ავთანდილ კახნიაშვილი ქვეყნის პირველ პირს, გიორგი მარგველაშვილს და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანს ირაკლი ბურდულს დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს. თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმეს 26 სექტემბერს განიხილავს, მანამდე კი როგორც მოსარჩელე აცხადებს, მარგველაშვილს კიდევე ერთი შანსი აქვს, დემოკრატიულობის ტესტი ჩააბაროს და სამართლიანობის აღდგენისკენ ნაბიჯი გადადგას.
„პრეზიდენტმა იძულებული გამხადა, სასამართლოში შემეტნა სარჩელი და სიმართლე მეთქვა! საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტ მარგვლაშვილის მიერ ნაქებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა გაყალბებული დოკუმენტაცია წარადგინა - იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი ბურუდულმა ყალბი რეკომენდაცია მისცა - სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდაო, არადა, სამეცნიერო ნაშრომი არ აქვს. 47 გვერდიან მოხსენებაში სხვისი საქმეები იყო წარმოდგენილი. ვკითხულობ - რის საფუძველზე დანიშნა მარგველაშვილმა იგი ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე?! ან პრეზიდენტი შეიყვანეს შეცდომაში, ან მარგველაშვილი ატყუებს საზოგადოებას!
წყარო: გაზეთი "ასავალ-დასავალი"

მასალის გამოყენების პირობები






