საქართველოს ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ ერთ საქმეზე ძიება არჩილ კბილაშვილის პროკურორობის დროს დაიწყო. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ყოფილმა პროკურორმა თავად განაცხადა.
მისი თქმით, საუბარია უშიშროების საბჭოს მიერ გადმოგზავნილ მასალებზე, რომელიც ხარჯებს შეეხებოდა.
„ძიება ჩემ დროს იყო ფაქტზე, რომელიც უშიშროების საბჭოს მიერ გადმოცემული მასალების საფუძველზე დაიწყო და რომელიც ხარჯების შესწავლას შეეხებოდა. გიდასტურებთ, რომ ძიება ამ ფაქტზე ნამდვილად ჩემ დროს დაიწყო“, - განაცხადა კბილაშვილმა.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგ აღძრულ საქმეების, კბილაშვილი მისი შეფასებისგან თავს იკავებს.
„სამართლებრივ მხარეზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან დოკუმენტებს არ ვფლობ. რაც შეეხება პოლიტიკურს, მე არ ვარ პოლიტიკოსი, ამიტომ ამის შეფასების მიზანშეწონილობას ვერ ვხედავ“, - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






