ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ ბიზნესმენი ეროსი კიწმარიშვილი პოლიტიკური მოტივით არ მომკვდარა.
„სამწუხაროდ, დანიშნულ დღეს ექსპერტიზა არ ჩატარებულა, რადგან წვიმა იყო და გადაიდო. დაგეგმილი იყო კომპლექსური ექსპერტიზა, რომელიც იმ მანქანაში უნდა ჩატარებულიყო, სადაც ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილი იპოვეს... …ამ ექსპერტიზას უნდა დაედგინა ისიც, როგორ იმოძრავებდა მასრა გასროლის შემდეგ და ლოგიკურად, სად უნდა აღმოჩენილიყო ის. ვიცით, რომ მასრა მანქანის უკანა სავარძელზე იპოვეს და უნდა გაერკვიათ, რამდენად შესაძლებელი იყო, ასე მომხდარიყო. ამით გაირკვეოდა, ზუსტად როგორ ეჭირა იარაღი მკვლელს თუ თავად გარდაცვლილს... 18 ექსპერტიზაა ჩატარებული და ამ ყველაფერს დრო უნდა. გამოძიებამ ახლა ჩათვალა საჭიროდ, რომ ეს ექსპერტიზა დანიშნულიყო... ჩემი პირადი, ასე ვთქვათ, არაექსპერტული მოსაზრებაა, რომ თუ ეს მკვლელობა იყო, ეს არ იყო პოლიტიკური მკვლელობა. კონკრეტულს არაფერს ვეყრდნობი, ეს ჩემი, შეიძლება ითქვას, ინტუიციური მოსაზრებაა. მე ასე ვფიქრობ და მორჩა“, - განუცხადა „კვირის ქრონიკას“ მაია ნიკოლეიშვილმა.
წყარო: გაზეთი "კვირის ქრონიკა"

მასალის გამოყენების პირობები






