კვლევა თბილისის მასშტაბით ჩატარდა, გამოკითხვას ,,რუსთავი 2’’-ის, ,,იმედის’’, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლობის’’ ,,მაესტროს’’, ,,კავკასიის’’, ,,მე-9 არხის’’, და ,,რეალ ტვ’’-ს შესახებ ატარებდნენ,
კვლევის შედეგიბის პრეზენტაცია მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებს შორის მწვავე დისკუსიის ფონზე მიმდინარეობდა.
,,ყველაზე ხშირად საზოგადოებრივი აზრი, რომ ეს არის მნიშნელოვანი თემა, ემთხვეოდა ,,რუსთავი 2’’-ის თემატიკას, ანუ ყველაზე მეტი კვეთა საზოგადოების პრიორიტეტბს ჰქონდა ,,რუსთავი 2’’-თან, და ესეც ცოტა უცნაური შედეგი არის, თბილისშიც კი, მიუხედვად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა განცდა, რომ თბილისის მაყურებელი უფრო მეტად ენდობა ალტერნატიულ ტელევიზიებს და თითქოს მათი თემები უფრო მნიშვენლოვანი იყო’’-აცხადებს ია ანთაძე და ,,რუსთავი 2’’-ის რეიტინგს ,,ჯადოს’’ მიაწერს,
,,არ ვიცი, რაღაც ჯადო აქვს ამ ტელევიზიას, რომელიც მე ჯერ არ ამიხსნია’’-აცხადებს ია ანთაძე და მოსახლეობის ,,ტვინის გამორეცხვის’’ პრინციპზე მიანიშნებს.
მიუხედავად ,,რუსთავის 2’’-ის ამ რეიტინგის გაკვირვებისა და კრიტიკისა, კითხვაზე, - რა არის მაშინ მიზეზი ,,რუსთავი 2’’-ის რეიტინგისა, იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, ,,რუსთავი 2’’-ის მაღალი ყურაბადობა გამოწვეულია იმით, რომ სხვა არხი მოსახლეობას არ აწვდიდა ამაზე უკეთეს ინფორმაციას.
,,მე ამას ჯადოს არ დავარქმევდი, დავარქმევდი აღქმის კულტურას ჩვენი საზოაგდოებისა’’- აცხადებს კინომცოდნე გოგი გვახარია და იქვე კითხვაც დასვა - ,,თუკი არ ვენდობი ტელევიზიას, როგორ შეიძლება ერთმანეთს ემთხვეოდეს ჩემი მოთხოვნილება და იმ ტელევიზიის პრიორიტეტიები?
გოგი გვახარია, ია ანთაძის მხრიდან ,,ტვინის გამორეცხვის’’ პრინციპის საპასუხოდ აცხადებს, რომ ეს შეურაცმყოფელია მაყურებლისთვის, როცა ვაბობთ, რომ მას ,,ტვინს ურეცხავენ’’.
,,რუსთავი 2’’-ის გენერალური დირექტორი ასეთ რეიტნგს, ტელეკომპანიის მხრიდან საზოგადოების ინტერესების შესაბამისად სწორად შერჩეულ პრიორიტეტებზე საუბრობს,
,,ძალიან მიხარია, რომ ,,რუსთავი 2’’-ის პრიორიტეტები ყველაზე მეტ თანხვედრაში არის სხვა ტელევიზიებთან შედარებით საზოგადოების ინეტერესებთან, მე პირადად ამაში მიზეზობრივ კავშირს ვხედავ, არა იმგვარად, რომ ტელევიზია აყალიბებს საზოგადოებრივ პრიორიტეტებს, არამედ ,,რუსთავი 2’’ არის კომპეტენტური იმაში, თუ როგორ განსაზღრვოს იმ დღეს რა აინტერსებს ჩვენს საზოგადოებას. მე ვფიქრობ რომ ეს არის არხის პროფესიონალიზმი უფრო მეტწილად’’- განაცხადა ნიკა გვარამიამ და იქვე დააკონკრეტა, - ,,ჯადო ანუ პროფესიონალიზმი, ცხადია’’.
მასალის გამოყენების პირობები






