უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის, ალექსანდრ ტურჩინოვის განცხადებით, ის პარლამენტის წინაშე შეთავაზებით გამოვა, რომ სამუშაო ადგილზე არ იქნან დაშვებული ის დეპუტატები, ვინც უკრაინის კრიზისის დროს არაოფიციალური ვიზიტებით მოსკოვში ჯგუფურად დადიოდნენ და რუს პოლიტიკოსებს ხვდებოდნენ.
”ამ პარლამენტს ისედაც ბევრი დრო არ დაგვრჩა მუშაობის, მაგრამ მე ყველაფერს გავაკეთებ რომ ისინი ამ შენობაში ვერ შემოვიდნენ და თავისი აქ ყოფნით არ შეარცხვინონ პარლამენტი.”
ტურჩინოვის თქმით ამ დეპუტატების უმრავლესობამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ან აღიაროს თანამონაწილეობა იმ დანაშაულებებში, რასაც პრეზიდენტი იანუკოვიჩი ჩადიოდა, ზოგიერთი კი სეპარატიზმის მხარდაჭერისთვის უნდა დაისაჯოს.
”მათ საქციელს შეფასებები გენერალურმა პროკურატურამ, უშიშროებამ და სხვა ძალოვანმა სტრუქტურებმა უნდა მისცენ, რათა ისინი შემდეგ პარლამენტში კი არა, იქ აღმოჩნდნენ სადაც მათი ნამდვილი ადგილია”
მასალის გამოყენების პირობები






