პირიდან გადმოგდებული გასივებული ენა, გახელილი თვალები, რომლებიც ვერაფერს ხედავდნენ, ახდილი თავის ქალა, რომ არ დასწოლოდა ტვინს. კონტაქტში ვერ შემოდიოდა, საჭიროებდა 24 საათიან მოვლას მთელი სიცოცხლის მანძილზე.“ჩემი შვილის დანახვა ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო და ეს უნდა გაგრძელებულიყო უსასრულოდ. ციხეში, როცა ჩემს თავს ვეკითხებოდი, სწორად მოვიქეცი თუ არა, ვიხსენებდი ტომის ამ საშინელ მდგომარეობას, ის ცოცხალი იყო, სიცოცხლის გარეშე. მე თავს კარგად ვგრძნობდი, რადგან გავათავისუფლე ტანჯვისაგან”.
ფრენსისი 61 წლისაა. მას ყოველთვის უზომოდ უყვარდა შვილი. სანიმუშო ცოლმა, სამი შვილის დედამ ქუჩაში 200 გირვანქა სტერლინგად იყიდა ჰეროინი და შვილს გაუკეთა. ფრენსისი თვლის, რომ კარგად მოიქცა, კანონის წინაშე კი დამნაშავეა მკვლელობაში. მას მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ ხუთ წელიწადში გამოუშვეს.
ფრენსისი ამბობს, რომ მისი შვილი მოკვდა მშვიდად. ბოლო სიტყვები, რაც მოისმინა, დედისგან იყო ნათქვამი, რომ უყვარდა ის. ექიმებს შეეძლოთ გამოერთოთ ის აპარატიდან, მაგრამ ის კიდევ იწვალებდა ერთ კვირას მაინც და შიმშილით მოკვდებოდა. თუ არ გამორთავდნენ, 40 წელს მაინც გაძლებდა ახალგაზრდა სხეული, თუმცა განწირული იყო სამუდამო ტანჯვისათვის. 21 წლის ტომს ქუჩაში ჩხუბი მოუვიდა. გახეთქილი ტუჩის გამო ის სასწრაფო დახმარების მანქანას საავადმყოფოში მიჰყავდა. ტომს არ უნდოდა წასვლა და მანქანიდან გადმოხტა. სწორედ მაშინ მიიღო ეს საშინელი ტრავმა. ფრენსისს კი ის ანუგეშებს, რომ ტომი გაამართლებდა მის საქციელს.
მასალის გამოყენების პირობები






