დაძაბულობა გლდანის ციხეში - ერისთავისა და ,,ოქრიკას“ შეხვედრას ხმაური მოჰყვა
სამართალი - 21:26, 20 Sep, 2014     21834
ერისთავი და მისი მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული ოქროპირიძე ერთ ციხეში იმყოფებიან, ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, რასაც დაძაბულობა მოჰყვა. ფაქტს სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეესწრო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრები დარწმუნებული არიან, რომ ერისთავი უდანაშაულოა და მას ნარკოტიკები სამართალდამცავებმა ჩაუდეს. იურისტებმა დაკითხეს თვითმხილველები, რომლებიც ამბობენ, რომ თავიდან ერისთავს აკრძალული ნივთიერებები ვერ უპოვეს, თუმცა მოგვიანებით მის ჯიბეში ჯერ 7 აბი სუბუტექსი გაჩნდა, ხოლო შემდეგ ნარკოტიკების რაოდენობამ ისე დაიწყო მატება, რომ მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენელი ,,რუსთავი 2“-თან აცხადებს, ის დღეს იმყოფებოდა თენგო ერისთავთან, რომელიც საკანში მარტო იზოლირებულად იმყოფება. თუმცა მისი თქმით, ეზოს გარე ტერიტორიაზე გაატარეს გიორგი ოქროპირიძე, რომელიც აბაშიძეზე ლაშა მახარაძის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ამას მოჰყვა ერისთავის გაღიზიანება, რომელიც მახარაძის მეგობარი იყო.

სასჯელაღსრულების სამინისტრომ ეს ინფორმაცია თავდაპირველად დაადასტურა, თუმცა მოგვიანებით უარყო და განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი იღებს პასუხისმგებლობას ორივე პირის უსაფრთხოებაზე.

,,ერისთავი იმყოფება კარანტინის საკანში, სხვა ერთ პატიმართან ერთად. ამ საკნიდან, როგორც მან მითხრა დაინახა ეზოში მიმავალი ოქროპირიძე. ძალიან რთულია იმის თქმა, რომ ეს იყო სპეციალურად მოწყობილი, რადგან ეს ის ადგილია სადაც ნებისმიერი პატიმარი უნდა გავიდეს საგამოძიებო ოთახამდე, როგორც თავად ოქროპირიძემ განაცხადა ის ამ დროს ადვოკატთან მიდიოდა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ყველა ზომას უნდა მიმართოს, რომ არ მოხდეს ამ ორი პირის კონტაქტი და მითუმეტეს ერთად მოთავსება“, - განაცხადა სახალახო დამცველის აპარატის წარმომადგენლება, ისინი აპირებენ პერიოდულად იარონ გლდანის მერვე დაწესებულებაში და სიტუაცია აკონტროლონ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ ერისთავი, რომელიც არის დაკავებული და წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი, არის უდანაშაულო, კოჟორიძემ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოშიც გაასაჩივრა.

დაიცავით ჩემი შვილი, - ითხოვს ერისთავის დედა მარიამ კეკელიძე - ,,ჩემს შვილს წინ გაუტარეს ლაშა მახარაძის მკვლელი ოქროპირიძე. მე მოვითხოვ ჩემი შვილის დაცვას“.

ერისთავის დეიდა აცხადებს, რომ ბრალდება, რომელიც ერისთავს წაუყენეს ყოველდღე მძიმდება, მის საქმეში სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები გაჩნდა, მას ბრალი ნარკოტიკების შენახვა შეძენისთვის წაუყენეს, რომელიც უვადო პატიმრობას გულისხმობს.

,,დამაწვინეს ძირს სახეზე ფეხი დამადეს, არ მქონია წამალი. პოლიციაში კონტროლის დროს 15 ათას სუბუტექსს ჩავიდებდი?“, - განაცხადა სასამართლო პროცესზე თენგო ერისთავმა. ბრალდებულის განმარტებით, მისი კონტროლი სამართალდამცავების მხრიდან ლაშა მახარაძის მკვლელობის დღიდან დაიწყო.

ერისთავების ოჯახი ხვალ თბილისში მრგვალ ბაღთან აქციის გამართვას გეგმავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42