შსს-მ ოჯახის ორი წევრი დააკავა
სამართალი - 15:12, 20 Sep, 2014     2936
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1981 წელს დაბადებული სურენ ჯ. პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის, ხოლო მისი ოჯახის წევრი 1952 წელს დაბადებული რობერტ ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სურენ ჯ-მ ნინოწმინდაში, ერთ-ერთ ღამის კლუბში მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაკავებისას მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და მიიმალა. სამართალდამცველებმა სურენ ჯ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს და ამოიღეს: სხვადასხვა კალიბრის 7908 ცალი ვაზნა, 138 სასიგნალო ვაზნა, 3 პისტოლეტი, 1 რევოლვერი, 1 პნევმატური თოფი, გლუვლულიანი 4 თოფი, მცირეკალიბრიანი 1 შაშხანა, 6 სასიგნალო მაშხალა, 11 ამფეთქი ფალია, 2 ხელყუმბარა, 7 სავაზნე მჭიდი, 1 ნაღმის საძებნი ხელსაწყო, 2 ღამის ხედვის ხელსაწყო, 1 სტაციონალური რაცია, 53 ცალი საშტამპო ღერო, 10 ცალი შტამპი და ავტომანქანის 11 ცალი სანომრე ნიშანი, 2 ყუთი სანომრე დამღა. ასევე ამოღებულია გერმანული წარმოების „ბე-ემ-ვეს“ მოდელის 3 და რუსული წარმოების „დნეპრის“ მოდელის 1 მოტოციკლი. მოტოციკლების წარმომავლობას გამოძიება დაადგენს. სამართალდამცველებმა რობერტ ჯ. ნინოწმინდაში, ხოლო სურენ ჯ. მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ თბილისში დააკავეს. რობერტ ჯ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42