მისნკში უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით საკონტაქტო ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა.
მოლაპარაკებების მონაწილე მხარეებმა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მემორანდუმი მიიღეს.
მემორანდუმის თანახმად, კონფლიქტის მონაწილეე მხარეები ვალდებული არიან გაიყვანონ საკუთარი მძიმე ტექნიკა ფრონტის ხაზიდან 15 კილომეტრის მოშორებით. რუსეთ-უკრაინის საზღვართან კი ეუთოს სადამკვირვებლო მისია იმუშავებს.
გარდა ამისა, კონფლიქტში ჩართულ მხარეებს ეკრძალებათ ზონაში ავიაციის გამოყენება, აკრძალვა ეხება უპილოტო საფრენ აპარატებსაც.
უკრაინის კრიზისის თაობაზე საკონტაქტო ჯგუფის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ რუსეთი, უკრაინა, პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები და ეუთო.
მონაწილეთა შორის იმყოფებოდნენ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, რუსეთის ელჩი კიევში მიხაილ ზურაბოვი, ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი ჰაიდი ტალიავინი და ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების სეპარატისტული მთავრობების ლიდერები.
5 სექტემბერს პირველ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, რაც ხუთთვიანი სისხლიანი კონფლიქტის მოგვარების „საგზაო რუკის“ შემადგენელი ნაწილია.
მასალის გამოყენების პირობები






