ადამიანი რომელსაც შავი ფერის თვალები აქვს , განსაკუთრებულ მიჯაჭვულობას ამჟღავნებს მშობლების მიმართ, ნაკლებად ერთგულია მეუღლის, მაგრამ ოჯახს იშვიათად ანგრევს, შვილები მისთვის პირველ ადგილზეა და ოჯახის ერთიანობასაც მათთვის ინარჩუნებს.
ადამიანი ყავისფერი თვალებით - კომუნიკაბელურია , მხიარული, გონებამახვილი , მაგრამ უყვარს ადამიანების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება
თაფლისფერთვალებიანი ადამიანი შრომისმოყვარე და მეოცნებეა, ცდილობს მიზანს საკუთარი შრომით მიაღწიოს.
ადამიანები მწვანე თვალებით პირდაპირები, პრინციპულები და ძალიან ეჭვიანები არიან, ძნელად პატიობენ ღალატს.
მომწვანო-მონაცრისფრო თვალების მქონე ძალაუფლების მოყვარულია , ცოტა ლაპარაკი უყვარს და ზოგჯერ სისასტიკესაც ავლენს.
ადამიანები ძალიან ღია თითქმის თეთრი ტონამდე მისული ფერის თვალებით ფლეგმატურები, ჩუმები და ძალიან ჯანმრთელები არიან. ასევე ძალიან ჯიუტები.
მუქი ნაცრისფერი თვლები მამაც ,გამბედავ , მკაცრ ადამიანებს აქვთ.
ცისფერთვალება ადამიანი კი ქედმაღალი , ეგოისტი და კაპრიზულია, მაგრამ რადგან ხასიათის რადიკალური ცვლილებები ახასიათებს, დროდადრო შეიძლება ძალიან რომანტიული და მგრძნობიარე გახდეს.
მასალის გამოყენების პირობები






