საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პოლიტიკაში ბრუნდება. ამის შესახებ განცხადება მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე განათავსა.
„ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მინდა მივცე საფრანგეთს ახალი პოლიტიკური არჩევანი, რადგან ამ სიტუაციაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, დამკვირვებლად ყოფნა უპასუხისმგებლობა იქნებოიდა" - წერს სარკოზი.
სარკოზის განცხადებით, იგი მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის „კავშირი სახალხო მოძრაობისთვის" კანდიდატი გახდება.
ნიკოლა სარკოზი პოლიტიკიდან 2012 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ფრანსუა ოლანდთან დამარცხების შემდგომ წავიდა .
ყოფილ პრეზიდენტს წაყენებული აქვს ბრალდებები თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და კორუფციაში.
1 ივლისს ის დაკითხვის მიზნით 24 საათით დააკავეს. თავად სარკოზი ბრალდებებს არ აღიარებს და ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.
მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში 2017 წელს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






