სააკაშვილის ქონების დაყადაღებაზე პროკურატურა განცხადებას ავცელებს
სამართალი - 17:29, 19 Sep, 2014     2433
საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461.34 ლარის გაფლანგვა, რითაც მან სახელმწიფოს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. ვინაიდან, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს გამოძიებას, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოსალოდნელი ქონებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, იგი გაასხვისებდა ან სხვაგვარად გადამალავდა მისი და მასთან დაკავშირებული პირების სახელზე რიცხულ ქონებას, რაც ხელს შეუშლიდა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ამ მიზნით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 29 აგვისტოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03 სექტემბრის განჩინებებით, ყადაღა დაედო ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილისა და მასთან დაკავშირებული პირების უძრავ-მოძრავ ქონებას.

კერძოდ:
მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში არსებულ ქონებას:

1) ქ. ყვარელში მდებარე 2 332 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს
2) ქ.ყვარელში მდებარე 1 316 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.
3) ქ.ყვარელში მდებარე 2 441 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს
4) ქ.ყვარელში მდებარე 1 207 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.
5) ქ. ყვარელში მდებარე 6 820 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს 97 კვ.მ. შენობა ნაგებობით.
6) ქ. ყვარელში მდებარე 682 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს
7) ქ.ყვარელში მდებარე 1 668 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს
8) ქ. ყვარელში მდებარე 2 637 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.
9) HONDA ACCORD-ის მარკის ავტომანქანას, (გამოშვების წელი 1988).

სანდრა რულოვსის საკუთრებაში არსებულ ქონებას:
ქ. თბილისში, ბარნოვის N9-ში მდებარე 154 კვ.მ. ბინას და 164 კვ.მ. მანსარდას.

გიული ალასანიას საკუთრებაში არსებულ ქონებას და წილს საწარმოში:

1) ქ. ყვარელში მდებარე 1 313 კვ.მ, 251 კვ.მ, 334 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს.
2) ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩა N5-ში მდებარე 172.80 კვ.მ. ბინას
3) შპს „იუჯი ბაღში“ გიული ალასანიას საკუთრებაში არსებულ 50 %-იან წილს.

მზია წერეთლის საკუთრებაში არსებულ ქონებას:
1) ქ. თბილისში. ილია ჭავჭავაძის გამზ. N37-ში მდებარე 197 კვ.მ. მშენებარე ბინას.
2) ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში მდებარე 500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.
3) TOYOTA RAV4 -ის მარკის ავტომანქანას (გამოშვების წელი 2010).

ნიკოლოზ სააკაშვილის საკუთრებაში არსებულ ქონებას:
TOYOTA LANDCRUISER LC 200-ის მარკის ავტომანქანას (გამოშვების წელი 2014).

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რაც არ დაკმაყოფილდა", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42