ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქონების დაყადაღება, შესაძლოა სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდეს. ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა „რუსთავი 2“-თან საუბარში განაცხადა.
მანამდე კი, ადვოკატი სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
„ამ გადაწყვეტილებას ვეღარ გავასაჩივრებთ, ქვეყნის შიგნით ის აღარ გასაჩივრდება. სააპელაციო სასამართლომ დააყადაღა და თქვა, რომ ეს აღარ საჩივრდებაო. ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ მუხლის კონსტიტუციურობაზე და რამდენად პროპორციულ შეზღუდვას ადგენს ის. მან უნდა იმსჯელოს რამდენად კონსტიტუციურია ეს მუხლი. ასევე განვიხილავთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობასაც“, - განაცხადა კახიძემ.
მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის ქონება სასამართლოს გადაწყვეტილებით დაყადაღდა.
მასალის გამოყენების პირობები






