ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დათა ახალაიას სკაიპით დაკითხვა დღეს ვერ მოხერხდება. პროცესი საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყო, როგორც პროცესოს დაწყებამდე დათა ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განმარტა, ტექნიკურად ვერ მოხდა იმის უზრუნველყოფა, რომ ახალაიას დაკითხვა დღეს სკაიპით მოხდეს.
ველიჯანაშვილის თქმით, დათა ახალაია აუცილებლად დაიკითხება, თუმცა მომდევნო პროცესებზე.
დღევანდელ პროცესზე დაგეგმილია დაცვის მხარის სხვა მოწმეების დაკითხვა, თუმცა, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, გამოძახებული ხუთი მოწმიდან, სასამართლოში მხოლოდ ერთი გამოცხადდა.
ადვოკატის განცხადებით, მათ მოწმეებს აშანტაჟებენ და აშინებენ, ველიჯანაშვილის განმარტებით, დღეს დაბარებული ხუთი მოწმიდან მხოლოდ ერთი გამოცხადდა.
"დღევანდელი პროცესის შემდეგ გავარკვევთ, რა მიზეზებით არ მოვიდნენ სასამართლოში დანარჩენი მოწმეები", - განაცხადა ველიჯანაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






