რუსეთი წელიწადნახევრში დაიშლება - რუსეთის ექს პრემიერ-მინისტრი
მსოფლიო - 18:11, 18 Sep, 2014     7192

რუსეთის ფედერაციის მომავლისთვის უახლოესი 1.5-2 წელი გადამწყვეტი იქნება, ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს რუსეთის ექს-პრემიერი და ამჟამად ოპოზიციონერი მიხაილ კასიანოვი.

ის ვარაუდობს, რომ 2014 წლის ბოლოსთვის რუსეთის ეკონომიკაში მკვეთრი ძვრები მოხდება, რომელიც საბოლოოდ ეკონომიკურ კოლაფსს გამოიწვევს. მისი თქმით, დასავლეთის სანქციები ამ ეკონომიკურ კრიზის კიდევ უფრო დააჩქარებს.

უახლოესი 1.5-2 წელი, რუსეთის სახელმწიფოს ბედს გადაწყვეტს, რაშიც რუსეთის ფედერაციის დაშლის ტენდენციაც იგულისხმება.

კასიანოვი დარწმუნებულია, რომ პუტინმა უკრაინის მიმართ აგრესიის გამოვლენის ე.წ მანდატი 2008 წელს საქართველოსთან ომის შემდეგ მიიღო, რუსი ოპოზიციონერის აზრით 2008 წელს დასავლეთის „უკბილო“ პოლიტიკამ პუტინს შემდგომი მოქმედებებისთვის ხელ-ფეხი გაუხსნა.

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული აგრესიაზე საუბრისას, კასიანოვი რიტორიკულ კითხვას სვამს: „ რა მიზანი უნდა აკავშირებდეს პუტინს უკრაინასთან? ეჭვგარეშეა, რომ მთავარი მიზანი არის საკუთარ ქვეყანაში ხელისუფლების შენარჩუნება, იმისთვის კი რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს მას გარე მტერი და ძლევამოსილი ომები ჭირდება“

ის თვლის, რომ ამჟამინდელ სიტუაციაში უკრაინისთვის ყველაზე დიდი დახმარება ევროკავშირის, აშშ-ს კანადის ერთსულოვნება იქნება, მისი აზრით ამ ქვეყნებმა მუდმივად უნდა შეახსენონ რუსეთს ყირიმის ანექსიის უკანონობის შესახებ და მიაღწიონ იმას, რომ რუსეთმა უკრაინიდან ჯარი გაიყვანოს.

კასიანოვი ირწმუნება, რომ პუტინი დასავლეთის სანქციებით შოკირებულია, კრემლში იმედოვნებდნენ, რომ დასავლეთი ჩუმად ჩაყლაპავდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას , როგორც ეს საქართველოსთან ომის შემთხვევაში მოხდა. КГБ-ს აღზრდილ რუსეთის პრეზიდენტს ჰგონია, რომ მსოფლიოში ყველაფრის ყიდვა შეიძლება. მას არ სჯერა ისეთი ღირებულებების, როგორიცაა ადამიანის უფლებები, თავისუფლება და დემოკრატია.

„პუტინს მსგავსი ღირებულებების არ სჯერა, ის ძალიან განიცდის და შოკშია, რომ ანგელა მერკელმაც კი, რომლის მიმართაც ის ამდენ ყურადღებას იჩენს და აფორმებს მომგებიან კონტრაქტებს გერმანულ კომპანიებთან, ხელი მოაწერა სანქციებს“- ამბობს კასიანოვი

კასიანოვის თქმით, პუტინის უპირატესობა დასავლეთთან მიმართებაში არის ის, რომ ის არაპროგნოზირებადია, ის ასე ვთქვათ დიქტატორია.

რუსეთის პრეზიდენტი თვლის, რომ დასავლელი პოლიტიკოსები სუსტები არიან, რადგან მისგან განსხვავებით მათ გადაწყვეტილების მისაღებად განხილვები და შეთანხმებები სჭირდებათ.

„დე-ფაქტო ჩვენ ვხედავთ, რომ სახეზეა რეჟიმის ნიშნები, რომელიც ავტორიტარული რეჟიმიდან გარდაიქმნა რეჟიმად, რომელიც ფაშისტურ ელემენტებს შეიცავს, ის ძალიან გავს მუსოლინის და ფრანკოს რეჟიმებს“-აღნიშნავს კასიანოვი.

რუსეთში მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებიდან , კასიანოვი მისი აზრით ყველაზე რეალურ ორ ვარიანტს ასახელებს :

„ერთი მათგანი, რომელიც მე ყველაზე საშინელ და დაუშვებელ სცენარად მიმაჩნია არის ფაშისტური რეჟიმის მახასიათებლების კიდევ უფრო მომძლავრება, იმედი მაქვს ეს საშინელი სცენარი არ ახდება. რაც შეეხება მეორე სცენარს, მე ვთვლი, რომ პუტინი მთლად გიჟი არ არის და ის უნდა მიხვდეს, რომ მან წააგო თავის მოწყობილ ბლეფში და ავანტიურებში, ამიტომ მან უნდა მოძებნოს ამ სიტუაციიდან სტრატეგიული გამოსავალი“- აცხადებს კასიანოვი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42