_როგორ შეაფასებთ პრეზიდენტსა და მთავრობის გუნდს შორის გაეროში ვიზიტთან დაკავშირებულ დაპირიპსპირებას და იმ განცხადბებს, რომელიც მარგველაშვილის მისამართით კეთდება ამ დღეების განმავლობაში?
_ამ დაპირისპირებაში შინაარსობრივად თემა არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფოს ზიანი მიაყენოს. შესაბამისად, ვერაფერს განსაკუთრებულს აქ ვერ ვხედავ. უბრალოდ, ემოციები უნდა დაცხრეს და რიგ საკითხებზე უნდა შედგეს მოლაპარაკება. ემოციის აყოლა რომ სახელმწიფოს მართვაში არ ვარგა, ამაში დამეთანხმებით. ვფიქრობ, ყველა ესეთ შემთხვევაში ინიციატორი იყო მთავრობა. ის იწყებდა უნებლიე შეტევას პრეზიდენტზე. დაპირისპირების ფორმულირება ასეთია - ყველა ერთის წინააღმდეგ. ფაქტია, რომ მარგველაშვილი ამ ყველაფერში არის ერთ მხარეს, მეორე მხარეს - დანარჩენი ხელისუფლება, და ცდილობენ შეუფუთავი შეფუთონ. ზოგიერთ შემთხვევაში არის ზრდასრული ადამიანების გაუგებარი არგუმენტები, რომ თურმე ვიღაცამ ვიღაცას ხელი არ ჩამოართვა და ასე შემდეგ... ჩემი აზრით, ამ არგუმენტების მოყვანა საჯაროდ სამარცხვინოა. დაპირისპიერებაში და პოლემიკაში პრეზიდენტი მარტოა, თუმცა მის უკან დგას ხალხი და ხალხის არჩევანი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
_თქვენ ამბობთ, რომ ეს არის ემოციებს აყოლილი განცხადებები, მაგრამ თუნდაც ამ შემთხვევაში ვის ინტერესებში შედის და ვინ ზარალდება ამ შემთხვევაში?
_ირაკლი ალასანიას პათოსს ვეთანხმები, რომ ურთიერთობები უნდა დარეგულირდეს. რაც შეეხება მის თანაგუნდელებს ეს მათი პრობლემაა. მათი განცხადებები სცილდება არა მხოლოდ სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს, არამედ - ყველაფერს. საბოლოო ჯამში, ისინი თვითონვე ზიანდებიან. ამით მარგველაშვილს ვერ აზიანებენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან მსუბუქი არგუმენტაციაა მათი მხრიდან. როგორ ჩანს, ფიქრის დროც არ აქვთ და რაც პირზე მოადგებათ იმას ამბობენ. ხდება არაპროფესიონალური ტიპის განცხადებები, რომ ამან ისე არ შემომხედა და ასე შემდეგ. ამაზე სამზარეულოში არ ლაპარაკობენ ცოლ-ქმარი. ვერ გეტყვით, ვის რა მოტივი აქვთ ამ პიროვნებებს, ვინც ამ განცხადებებს აკეთებენ.
_ხომ არ იქონია გავლენა ამ ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუმ?
_ყოფილმა პრემიერმა გამოთქვა საკუთარი აზრი. მას აწუხებს ეს ყველაფერი და ეს არ არის გასაკვირი. მისი ამოცანა არ იყო, რომ ვიღაცას რაღაც შეტევა განეხორციელებინა. თუ ვინმემ ესე გაიგო ივანიშვილის გამოსვლა და შესაბამისი ქმედებები ჩაატარა, ეს მათი პრობლემაა.
მასალის გამოყენების პირობები






