სოციალურ ქსელში მიყენებული შეურაცხყოფა, ან მუქარა დასჯადი ხდება
სამართალი - 12:41, 18 Sep, 2014     18223

სოციალურ ქსელში მიყენებული შეურაცხყოფა, ან მუქარა დასჯადი ხდება,- ამის შესახებ გაზეთ „ალიას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ესაუბრა.

„კიბერდანაშაულის მარეგულირებელ საერთაშორისო დოკუმენტს წარმოადგენს ევროპის საბჭოს 2001 წლის კონვენცია, რომლის რატიფიცირებაც საქართველომ 2012 წელს მოახდინა. აღნიშნული დოკუმენტი იბერსივრცეში ჩადენილ იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს განსაზღვრავს, რომლის დასჯად გამოცხადება კონვენციის ყველა წევრ სახელმწიფოს ევალება.

ამასთანავე, კონვენცია წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, შექმნან კიბერდანაშაულთან ბრძოლის შიდა ეროვნული სპეციალიზირებული დანაყოფები. საქართველოში კიბერდანაშაულის დასჯადობის საკითხებს არეგულირებს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე თავი, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს კიბერსივრცეში ჩადენილი შემდეგი ქმედებები: კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, კომპიუტერული მონაცემისა და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა.

აღნიშნულთან ერთად, დანაშაულს წარმოადგენს ბავშვთა პორნოგრაფიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევა და კიბერსაშუალებებით ჩადენილი ტერორიზმი. გარდა ამისა, 2012 წელს მიღებული იქნა კანონი „ინფორმირებული უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც აწესებს ინფორმაციული უსაფრთხოების ზოგად სტანდარტებს საჯარო და კერძო სექტორისათვის.

2013 წლის მაისში საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კიბერუსაფრთხოების სტრატეგიას 2013-2015 წლებისათვის, რომელიც წარმოადგენს კიბერუსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ მთავარ დოკუმენტს. სტრატეგიას გააჩნია სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად გაწერილია დაგეგმილი ღონისძიებები.

თუ ვინმემ ინტერნეტსივრცეში მოგაყენათ შეურაცხყოფა, ან დაგემუქრათ, თუ თქვენ გახდით კიბერთავდასხმის მსხვერპლი, ან ფლობთ ინფორმაციას კიბერდანაშაულის თაობაზე, გთხოვთ მიმართოთ განცხადებით პოლიციას, ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონებზე: 112 - უფასო ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში, ტელ,: 41 12 96; 2 41 17 67“,- განაცხადა ნინო გიორგობიანმა.


წყარო: გაზეთი "ალია"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42