შსს-მ თაღლითური დაჯგუფება გამოავლინა
სამართალი - 09:53, 18 Sep, 2014     1466

შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს 12 პირს: 1979 წელს დაბადებული გიორგი მ, 1969 წელს დაბადებული გიორგი კ, 1969 წელს დაბადებული მერაბ მ, 1956 წელს დაბადებული გია კ, 1969 წელს დაბადებული გიორგი კ, 1954 წელს დაბადებული თამაზ ბ, 1960 წელს დაბადებული ანა ბ, 1960 წელს დაბადებული ზაქარია ფ, 1957 წელს დაბადებული ნანი ბ, 1962 წელს დაბადებული ჯიმშერ რ, 1951 წელს დაბადებული კონსტანტინე კ. და 1951 წელს დაბადებული ნუგზარ ბ, ხოლო იგივე ბრალდებით 1979 წელს დაბადებული სოსო გ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა 2013-2014 წლებში მონახეს მათთვის სანდო პირები, რომელთა სახელზეც ფორმალურად გააფორმეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთები და შეადგინეს მათი ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები. აღნიშნული აქტების თანახმად, ნაკვეთები ნდობით აღჭურვილ პირებს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ საკუთრებაში 1997 წელს გადაეცათ. ბრალდებულებმა ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს, ხოლო შემდეგ თითოეულ მათგანზე დარეგისტრირდა ექვსას-ექვსასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთები, რომლებიც შემდგომ სხვა პირებზე გაასხვისეს. სახელმწიფოსთვის მიყენებულმა ზარალმა საერთო ჯამში 597 000 ლარი შეადგინა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის, ყალბი დოკუმენტისა და ბეჭდის დამზადება-გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთ სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42