დავით ვანიშვილი 5 ათასი რუბლის სანაცვლოდ გაათავისუფლეს
სამართალი - 19:28, 17 Sep, 2014     1859

ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხურვალეთიდან გატაცებული დავით ვანიშვილი რამდენიმე საათის წინ გაათავისუფლეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვანიშვილების ოჯახს საოკუპაციო რეჟიმისთვის თავისუფლების სანაცვლოდ 5 ათასი რუსული რუბლის გადახდა მოუწიათ.

თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ამ დრომდე არ დასტურდება, რადგან დავით ვანიშვილი ამ დრომდე არც თანასოფლელებთან და არც ჟურნალისტებთან არ საუბრობს.

იგი შეიარაღებულმა ოკუპანტებმა გუშინ დილის საათებში ხურვალეთიდან იმ დროს დააკავეს, როდესაც სოფელში პენსიის ასაღებად იყო გასული და საკუთარ სახლში ბრუნდებოდა.

დავით ვანიშვილი მეუღლესთან და შვილიშვილთან ერთად 2012 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მავთულხლართები გაავლეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. მას ოკუპანტები ნათესავებთან კომუნიკაციის უფლებას უკრძალავდნენ და ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლაზე უარს ეუბნეოდნენ. თუმცა ვანიშვილი ყოველ თვე პენსიის ასაღებად და სურსათის შესაძენად ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მაინც ახერხებდა. იგი ოკუპანტებს რამდენიმეჯერ ჰყავთ დაკავებული. სავარაუდოდ, მანამდეც დაკავების მიზეზი იყო ის, რომ ვანიშვილი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა.


გიორგი ახალკაცი, "ნიუპოსტი", გორი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42