რუსეთის სასამართლომ 16 სექტემბერს სააქციო ფინანსური კორპორაცია „სისტემა“-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ვლადიმერ ევტუშენკოს შინაპატიმრობა მიუსაჯა.
ბრალდების არსი მდგომარეობს შემდეგში: ევტუშენკოს ბრალად ედება, მის მფლობელობაში არსებული კომპანიის მიერ, ნავთობკომპანია „ბაშკირიის“ აქციების ღირებულებაზე ნაკლებ ფასად შეძენა. კორპორაცია“სისტემა“ ბრალდებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს.
კორპორაცია „სისტემა“ 1993 წელს შეიქმნა , მისი საერთო აქტივი 43.2 მილიარდს შეადგენს. 2005 წელს კორპორაციამ თავისი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაიტანა.
ჰოლდინგის მეთაური ვლადიმერ ევტუშენკო გამოცემა Forbes-ს მიხედვით , მიმდინარე წელს ყველაზე მდიდარ რუსებს შორის მე-15 ადგილს იკავებს. მისი ქონება 9 მილიარდ დოლარს შეადგენს, კორპორაცია „სისტემა“-ში ის 64.2 % წილს ფლობს.
მასალის გამოყენების პირობები






