ბიზნესმენი დავით კოდუა მისი ცემის ფაქტზე აღძრული საქმის გადაკვალიფიცირებას ეხმაურება.
მისი თქმით, არსებობს ვიდეო-ჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს, რომ მას სამი ადამიანი სცმეს.
როგორც კოდუა აცხადებს, ჯგუფურ თავდასხმას ადასრტურებენ ბავშვის ძიძა, სილამაზის სალონის და სტომატოლოგიური კლინიკის თანამშრომლები.
„ადრე ყოფილა რაღაც ჯგუფური და მდგომარეობა მძიმე და ახლა ვყოფილვარ მსუბუქად და კარგად. როგორც მე ვიცი, ბავშვის ძიძისგან გადმოცემით, სამნი იყვნენ. დანარჩენი არაფერი არ მახსოვს. კამერებიც აფიქსირებს, რომ ერთად იყვნენ... ამ ფაქტს ადასტურებს ძიძაც, სალონის და სტომატოლოგიური კლინიკის თანამშრომლები“,-განაცხადა დავით კოდუამ.
კოდუას ცემის საქმეში ბრალდებულ ნოშრევან ნამორაძის საქმე კვალიფიკაციას იცვლის.
ამ დრომდე გამოძიება 118-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმიდინარეობდა, რაც სხეულის ჯგუფურად განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დავით კოდუაზე თავდასხმა 3 მაისს თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები






