ბიზნესმენ დავით კოდუას ცემის საქმეში ბრალდებულ ნოშრევან ნამორაძის საქმე კვალიფიკაციას იცვლის.
ამ დრომდე გამოძიება 118-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმიდინარეობდა, რაც სხეულის ჯგუფურად განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დაკავებულების ადვოკატების განცხადებით, გამოძიებამ მტკიცებულებების არქონის გამო საქმეში ჯგუფური ცემის კვალი ვერ აღმოაჩინა, რის გამოც გამოძიება დღეისთვის 118-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
"მას შემდეგ რაც ყველა ეს მტკიცებულებები შეიკრიბა, ამას გაუკეთდა ანალიზი და გამოირიცხა ჯგუფის მიერ კოდუას ცემა, მტკიცებულებების არქონის გამო. შესაბამისად, მოხდა კვალიფიკაციის შეცვლა და ამჟამად ნამორაძეს ბრალი 118-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წაყენებული",-აცხადებს ლილი გელაშვილი.
ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიების ეტაპზე გამოირიცხა თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შემთხვევის დროს გამოყენებული იყო ელექტროშოკები.
“ძიძა თავის ჩვენებაში ამბობს, რომ იქ იყო რამდენიმე ადამიანი, თუმცა რაც დავინახე, მას ერთი ადამიანი ცემდა. ასევე გამოძიების ეტაპზე გამოირიცხა თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გამოყენებული იყო ელექტროშოკები, რომ კოდიას ცემა ბავშვის თვალწინ მოხდა”, - განაცხადა გელაშვილმა .
დავით კოდუაზე თავდასხმა 3 მაისს თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები






