ამერიკის საერთაშორისო კოსმოსური სააგენტო რუსულ ხომალდებზე უარს ამბობს, კოსმოსურ ტექნიკას "ნასა"-სთვის დღეიდან კომპანია Boeing და SpaceX ააგებენ, აღნიშნულ კომპანიებთან 6.8 მილიარდიანი კონტრაქტი გაფორმდა. პირველი ფრენა კი ახალი ხომალდით 2017 წელს განხორციელდება. "ნასა" საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გასაყვანად რუსულ რაკეტებს იყენებდა, მას შემდეგ რაც 2011 წელს „შატლის“ პროგრამამ ფუნქციონირება შეწყვიტა. ამერიკული მხარის განცხადებით, რუსული ხომალდით „სოიუზით“ ერთი ასტრონავტის ორბიტაზე გაშვება მათ 70 მილიონზე მეტი უჯდებოდათ, რაც მათი თქმით ძალიან ძვირია.
„პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ, მისი მუშაობის დაწყებისთანავე მკაფიოდ თქვა, რომ ისეთი ძლევამოსილი ქვეყანა როგორიც ამერიკაა, თავის კოსმოსურ პროგრამებში არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე- აცხადებს "ნასა"-ს ხელმძღვანელი ჩარლი ბოლდენი. - ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ ამერიკული კოსმოსური ხომალდები გაშვებული იყოს ამერიკის მიწიდან, 2017 წლიდან კი ჩვენ სრულიად გავთავისუფლდბით ამ სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებისგან“-აცხადებს ის.
მასალის გამოყენების პირობები






