ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული, თენგო ერისთავის ოჯახის მტკიცებით, ერისთავს ნარკოტიკები სამართალდამცველებმა ჩაუდეს.
ერისთავის დეიდის ინფორმაციით, რომელიც დაკავების დროს მასთან იმყოფებოდა, პირველადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება აღმოჩენილი არ იყო.
,,როდესაც ამის მერე გკლავს შენი კლასელი, შენი ახლობელი, შენი უბნელი, ამას არ აქვს არანაირი ახსნა, ის არის მკვლელი, რომელსაც უნდა ნელ-ნელა გაანადგუროს მისი მეგობრები, უცხოებს არ ერჩის. მის მეგობრებს და ამახანაგებს ერჩის. არ ვიცი, რატომ რისთვის. ჩემი შვილი ალბათ იმიტომ დაიჭირეს, რომ მას სასჯელი შეუმსუბუქდეს. არ მინდა რომ დავიჯერო, მაგრამ ყველაფერი აქეთკენ მიდის. ჩვენ წინასწარ ვიცოდით რომ ესენი ამას აპირებდნენ. ეს წინსწარ იყო ცნობილი. ადამიანი პრობაციაში რომ მიდის, როგორ გგონიათ, რომ იარაღით და წამლით წავიდოდა? მოგვიანებით გავიგე, რომ 7 აბი სუბოტექსი ჩაუდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ოქროპირიძეს რომ შეუმსუბუქდეს მდგომარეობა, ეს ყველაფერი ბრალდება თენგოს. ისიც მიკვირს, რომ მეც არ ჩამიდეს ნარკოტიკი“, - აცხადებს ერისთავის დეიდა.
სამართალდაცველებმა თენგო ერისთავი ნარკოდანაშაულის ბრალდებით წუხელ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მას 7 აბი ნარკოტიკული საშუალება სუბოტექსი აღმოუჩინეს. თენგო ერისთავის ოჯახის წევრები მომხდარს აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას უკავშირებენ.
მასალის გამოყენების პირობები






