ანდერს ბრეივიკი, რომელიც ნორვეგიის ციხეში სასჯელს 70 ადამიანის მკვლელობისთვის იხდის, დათანხმდა შეხვდეს მამამის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მამამისიც ფაშისტების რიგებს შეუერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას vg.no ავრცელებს. მათი ინფორმაციით ბრეივიკ-უმცროსმა მამამისს ციხიდან წერილი მისწერა სადაც ითხოვდა, რომ მამამისს სოციალ-დემოკრატიულ მოსაზრებებზე უარი ეთქვა და მის მიერ ჩამოყალიბებულ ულტრამემარჯვენე მოძრაობას შეერთებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მამამისთან ნებისმიერ ურთიერთობაზე უარს აცხადებს.
აგრესიულ წერილში ანდრეს ბრეივიკი მამამის, ყოფილ დიპლომატ იენს ბრეივიკს „ მშიშარას და მხდალს“ უწოდებს, ამასთანავე ბრეივიკი-უმცროსი წერს , რომ მას რცხვენია იმის გამო, რომ მისი წინაპრები არ იყვნენ ვიდკუნ კვისლინგის ნაცისტური პარტიის წევრები, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებთან თანამშრომლობდა.
ბრეივიკის განცხადებით ის არათუ ნანობს, არამედ ამაყობს თავისი საქციელით.
შეგახსენებთ ანდერს ბრეივიკმა 2011 წლის 22 ივლისს, ოსლოში აფეთქება მოაწყო რომელსაც 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იმავე დღეს მან კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდული ბანაკში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 69 ადამიანი დაიღუპა. მათშორის იყო ქართველი სტუდენტი თამთა ლიპარტელიანიც. ბრეივიკს ნორვეგიის სასამართლომ 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის ამჟამად 35 წლისაა.
მასალის გამოყენების პირობები






