რუსთავის #6 დაწესებულებაში საკანში გარდაცვლილი პატიმარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო.
ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„16 სექტემბერს 08:15 საათზე სასჯელაღსრულების N6 დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ორმა ინსპექტორმა რიგითი შემოვლის დროს 1963 წელს დაბადებული მსჯავრდებული ზ.ს. გარდაცვლილი იპოვა.
წინასწარი მონაცემებით, მსჯავრდებულმა საკანში თავი ჩამოიხრჩო.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 115-ე მუხლით. გამოიძიებას პროკურატურის ზედამხვედველობით აწარმოებს საგამოძიებო დეპარტამენტი.
სიკვდილის მიზეზების დასადგენად უკვე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და გარდაცვლილი გადასვენებულია სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს“, - ნათქვამია გარდაცვლილი.
მასალის გამოყენების პირობები






