"დღეს დაიწვა ბოშათა ბაზარი, იქ ძალიან ღირსეული ხალხი მუშაობს, მე არაერთხელ ვარ მათთან შეხვედრაზე ნამყოფი. ბოროტი ხმები ამბობენ, რომ ივანიშვილს სურს „კარფური“ ააშენოს და ეს დაწვა ამისათვის განხორციელდა. მე არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ასე მოხდება, მაგრამ ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს ამ ხალხისათვის კომპენსაციების მიცემას, ზარალის ანაზღაურების პროცესს და საერთოდ ამ ბაზრის ბედს“,- ამის შესახებ „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
თბილისში, ე.წ. ციგნების ბაზრობა დღეს, გამთენიისას დაიწვა. ხანძარი საცხოვრებელ სახლებზეც გადავიდა. საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება 05:40 საათზე შევიდა. ე.წ. ციგნების ბაზრობაზე 2500 კვ.მ ფართობი დაიწვა. ადგილზე 24 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.
მასალის გამოყენების პირობები