მომღერალმა და რუსეთის დუმის დეპუტატი იოსებ კობზონი ლატვიის მთავრობას ევროპულ სასამართლოში უჩივის. კობზონი ლატვიის მთავრობისგან ფესტივალ „ახალ ტალღაში“ მისი მონაწილეობის აკრძალვით მიყენებული მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
კობზონის განცხადებით, მას ლატვიის ერთ-ერთ სასტუმროში ფესტივალის განმავლობაში ცხოვრების საფასური - 11.5 ათასი ევრო წინასწარ ქონდა გადახდილი, სასტუმროს ადმინისტრაციამ კი ფულის დაბრუნებაზე უარი განუცხადა და უპასუხეს, რომ პრეტენზია მთავრობისთვის წარედგინა - „და აი, მეც წარვუდგინე პრეტენზია მთავრობას“- აცხადებს კობზონი.
შეგახსენებთ, 21 ივლისს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იოსებ კობზონი, ოლეგ გაზმანოვი და ვალერია შავ სიაში შეიყვანა და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. უწყებამ მომღერლები ყირიმის ანექსიის აგრესიულ მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
მასალის გამოყენების პირობები






