ნაფიც მსაჯულთა სასამართლო: რისი ეშინია ხელისუფლებას?
სამართალი - 13:38, 16 Sep, 2014     2649

2009 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომლის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღება უნდა ჩაითვალოს, როგორც მართლმსაჯულების განხორციელებაში საზოგადოების უშუალო მონაწილეობის ფორმა.

ახალი კანონის მიღების შემდეგ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტმა, როგორც ნოვაციამ, ეტაპობრივად დაიწყო მოქმედება - 2014 წლის 1 ოქტომბრამდე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოქმედებს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოების იურისდიქციაში, სიცოცხლის წინააღმდეგ ჩდენილი დანაშაულებისა და სამოხელეო დანაშაულების საქმეებზე, ხოლო 2014 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ კანონით გათვალისწინებულია მისი ამოქმედება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ყველა დანაშაულის საქმეზე, რომელიც დასჯადია თავისუფლების აღკვეთით.

ამჟამად საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სრულის სახით ამოქმედების გადავადებას კიდევ ორი წლით, 2016 წლის 1 ოქტომბრამდე.

მთავრობის არგუმენტაცია თუ რატომ არ უნდა ამოქმედდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მდგომარეობს შემდეგში:

- ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებული ხარჯები, ტექნიკური საკითხები და პროცედურები, რომელიც მთავრობის აზრით აჭიანურებს მართლმსაჯულების განხორციელებას

ჩვენთვის ეს არგუმენტი მიუღებელია, ვინაიდან მთავრობასა და პარლამენტს ჰქონდათ საკმარისი შესაძლებლობა აღნიშნული საკითხი გაეთვალისწინებინათ ბიუჯეტის დაგეგმვისა და მიღების დროს და ასევე ემსჯელათ იმ პროცედურების დახვეწაზე (საუბარია ნაფიც მსაჯულთა შერჩევაზე), რომელიც მათი აზრით წარმოადგენს საქმეთა განხილვის გაჭიანურების საფუძველს.

- მთავრობის პოზიციის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არაკვალიფიციურია და არ გამომდინარეობს საქმეზე განხილული მტკიცებულებებიდან. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტები დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. ამ პოზიციის დასასაბუთებლად საკომიტეტო მოსმენაზე არგუმენტად მოყვანილი იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება საქმეზე ტაქსკე ბელგიის წინააღმდეგ - № 926|05/2010 წლის 16 ნოემბერი. იუსტიციის სამინიტროს წარმომადგენლის მტკიცებით, მოცემულ საქმეზე დადგენილი იქნა, რომ დარღვეული იქნა უფლება სამართლიან სასამართლოზე, ვინაიდან ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი იყო დაუსაბუთებელი.

მიგვაჩნია, რომ ეს პოზიციაც უსაფუძვლოა, კერძოდ:

საქმეზე ტაქსკე ბელგიის წინააღმდეგ, სასამართლომ განაცხადა, რომ ,,პრეცედენტული სამართლიდან გამომდინარე, კონვენცია არ ითხოვს მსაჯულებისგან მათი განაჩენის დასაბუთებას და მე-6 მუხლი არ ეწინააღმდეგება მსაჯულების მიერ განსასჯელის დამნაშავედ ცნობას მაშინაც კი, როცა ვერდიქტი დაუსაბუთებელია.“

ამავე საქმეზე, სასამართლომ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად მიიჩნია ნაფიც მსაჯულთა არასაკმარისი ინფორმირებულობა საქმის გარემოებებთან დაკავშირებით და არა ის, რომ ზოგადად ვერდიქტი არ იყო დასაბუთებული - ,,მოცემულ საქმეში, მომჩივანს ბრალი დაედო სახელმწიფო მინისტრის მკვლელობასა და ამ უკანასკნელის თანამგზავრის მკვლელობის მცდელობაში. თუმცა, არც საბრალდებო დასკვნა, არც მსაჯულთათვის დასმული კითხვები, არ შეიცავდნენ საკმარის ინფორმაციას ბრალდებულის მკვლელობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.“

უფრო მეტიც, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს დასაბუთებული ვერდიქტის გარანტიებს, კერძოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, თუ გამამტყუნებელი ვერდიქტი აშკარად ეწინააღმდეგება მტკიცებულებებს, სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს იგი გააუქმოს და უზრუნველყოს საქმეზე სხვა ნაფიცი მსაჯულების შერჩევა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რეფორმატორთა კლუბი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გაითხოვოს ინიცირებული კანონპროექტი და ხელი შეუწყოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დანერგვას, როგორც ქვეყნისა და საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისათვის აუცილებელ წინაპირობას.


ირაკლი კობიძე

,,რეფორმატორთა კლუბი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42