მსოფლიოს მასშტაბით ბევრ სტუდენტს სურს სწავლის გაგრძელება პრესტიჟულ უნივერსიტეტებსა თუ კოლეჯებში, მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ აპლიკანტთა უმრავლესობის სურვილი მხოლოდ სურვილად რჩება. ეს განპირობებულია იმით, რომ უმაღლესი რეიტინგის მქონე უნივერსიტეტებში მოხვედრა მხოლოდ რჩეულების ხვედრია.
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ჩრდილოეთ ამერიკის 5 ყველაზე ცნობილ და ამასთანავე,ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტს, რომლებიც ათასობით სწავლის გაგრძელების მსურველ კანდიდატებს შორის ძალიან ცოტას თუ იღებს.
1)სტენფორდის უნივერსიტეტი (2013 წლის მონაცემებით, აპლიკანტთა 5.7 % მიიღო)
2)ჰარვარდის უნივერსიტეტი (აპლიკანტთა 5.8%)
3)კოლუმბიის უნივერსიტეტი (აპლიკანტთა 6.9%)
4)პრინსტონის უნივერსიტეტი (აპლიკანტთა 7.4%)
5)მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერისტეტი (8.2%)
მოცემულ უნივერსიტეტებში ჩარიცხვა ხდება ACT ან SAT გამოცდებზე მიღებული შედეგების საფუძველზე, ხოლო აპლიკაციის და რეგისტრაციის საფასური 65$–დან 90$–ის ფარგლებში მერყეობს.





მასალის გამოყენების პირობები






