გოჩა ცქიტიშვილი ივანიშვილს პასუხობს: ქვეყნის ბევრ სეგმენტს ისევ პატარა ადამიანები მართავენ
საზოგადოება - 13:14, 15 Sep, 2014     6067
კომპანია ,,აიფიემის“ დამფუძნებელი გოჩა ცქიტიშვილი ,,ნიუპოსთან“ კომენტარში ექსპრემიერს ბიძინა ივანიშვილს პასუხობს და შეახსენებს, რომ არათუ NDI-ის კველვებს არ ატარებს, არამედ ამ ინსტიტუტის ოფისიც კი არ იცის სად არის.

,,ბატონ ბიძინას ვურჩევდი კარგად დააკვირდეს მის გარშემო ადამიანებს, რომლებსაც წარმოადგენაც კი არ აქვთ იმაზე, რომ NDI-ის ოფისი სად არის ისიც კი არ ვიცი და არც არასოდეს მცოდნია. ეს ყველაფერი, რასაც ჩემზე პატარა ადამიანები ჭორაობენ ბიძინა ივანიშვილთან, ისეთი სისულელეა, რომ კომენტარის გაკთება ჭირს. ამ უნიჭო ჭორაობის მთავარი მიზეზი ის არის, რომ, დიახ, ჩვენ გავაკეთეთ იუსტიციის სახლი, თავიდან ბოლომდე, იუსტიციის სახლი მთლიანად შეიქმნა ჩვენი დოკუმეტაციის საფუძველზე, და ის არ გაგვიკეთებია ,,ნაციონალური მოძრაობისათვის“, ის გავაკეთეთ ქვეყნისთვის და სხვთაშორის, პატარა ადამიანების გასაგონად, გავაკეთეთ ევროკავშირის შეკვთით და არა იუსტიციის სამინისტროს შეკვეთით. თუმცა, იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს რომ შეეკვეთა, ზუსტად იგივეს გავაკეთებდით, პროექტს, რომელიც ყველას მოსწონს, რომლის „იდეის“ გაყიდვა ახლაც სურს ხელისუფლებას. ბოლო 9 წლის განმავლობაში ჩვენ არცერთი პოლიტიკური კვლევა არ გამოგვიქვეყნებია, თუმცა გვიმუშავია სამ პოლიტიკურ ძალასთან - რესპუბლიკელებთან, თავისუფალ დემოკრატებთან და ერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებასთან.

არაფერი იცვლება ამ ქვეყანაში, პატარა ადამიანები (რესურსებით) თხზავენ ისტორიებს და დიდი ადამიანები (რესურსულად) მარტივად იჯერებენ ამ თხზულებებს. გამოდის, რომ ქვეყანის ბევრ სეგმენტს ისევ პატარა ადამიანები მართავენ, რაც ცუდია. ისე, თუ ხელისუფლებას სურს, ჩვენ იუსტიციის სახლის მსგავს ახალ პროექტებს გავუკეთებთ, და არ გვენაღვლება თუ ,,ქართული ოცნების“ წევრობას დაგვაბრალებენ“, - აცხადებს გოჩა ცქიტიშვილი ,,ნიუპოსტთან“.

ცნობისათვის ამერიკის ,,ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ - NDI-ის კველვებს საქართველოში აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

ეს კვლევები ბევრჯერ შემიფასებია. ამ ინსტიტუტს ვაფასებ და პატივს ვცემ, მაგრამ კვლევების თემა ბევრ კითხვას ბადებს, - ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ,,კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიური ინტერვიუში NDI-ის კვლევებთან დაკავშრებით საუბრობს. ივანიშვილი „აიფიემის“ დამფუძნებელს გოჩა ცქიტიშვილს აკრიტიკებს და ამბობს, რომ NDI-ის კვლევებს სწორედ ეს კომპანია უტარებს. ივანიშვილის თქმით, გოჩა ცქიტიშვილი ,,პრაქტიკულად ნაციონალური მოძრაობის წევრია“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42