,,გამოძიებამ ჩათვალა, რომ წინასასამართლო სხდომამდე არსებული დრო დანაშაულის მტკიცებულებების მოსაპოვებლად საჭირო დრო არ იყო. რაც შეეხება ჩემს პოზიციას გეტყვით, რომ ამნისტიის კანონპროექტი, ლელუაშვილსაც შეეხება, რადგან მისთვის წაყენებული 5 მუხლიდან, 4 კანონშია, ამიტომ სავარაუდოდ, ლელუაშვილს ისინი მოეხსნება", - აღნიშნა ვაშაყმაძემ.
მკითხველს შევახსენებთ, რომ რომ ხიზანიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილითაც წაუყენეს, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას ითვალისწინებს, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 5 წლამდე.
ვაჟა ლელუაშვილს კი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 5 მუხლით აქვს წაყენებული. კერძოდ, სისხლის სამართლოს კოდექსის 333-ე მუხლის, სსკ 158-ე მუხლი, სსკ 187-ე მუხლი, რაც სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას ნიშნავს, ასევე სსკ 284-ე მუხლი, რაც კომპიუტერულ ინფორმაციასთან არამართლზომიერი შეღწევას გულისხმობს და სსკ 285-ე მუხლი, რაც ეგმის დამაზიანებელი პროგრამის შექმნა, გამოყენებას ან გავრცელებას ნიშნავს.
მასალის გამოყენების პირობები






