ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს პატიმრობა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
ოქროპორიძემ სასამართლო პროცესზე დეტალურად ისაუბრა მომხდარის შესახებ. ის დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ლაშა მახარაძე მისი ახლობელი იყო. რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რატომ იმყოფებოდა ის მიმალვაში, ოქროპირიძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მასზე ხდებოდა ზეწოლა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ მას დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა.
სასამართლო ოქროპირიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.
გიორგი ოქროპირიძე სამართალდამცველებმა 12 სექტემბერს სოფელ ერგნეთში დააკავა
ლაშა მახარაძე 3 სექტემბერს აბაშიძის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს.
მასალის გამოყენების პირობები






