ვერტმფრენმზიდმა „ვლადივასტოკმა“ ტესტირების გავლისთვის საფრანგეთის ქალაქ სენ-ნაზარის პორტი დატოვა. მის ბორტზე 200 რუსი მეზღვაური იმყოფება. ეს პირველი „მისტრალის“ ტიპის სამხედრო გემია, იმ ორი გემიდან, რომელიც საფრანგეთმა უნდა გადასცეს რუსეთს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კონტრაქტი 2011 წელს გაფორმდა და მისი ღირებულება შეადგენს 1200000000 ევროს. პირველი გემი რუსეთს სრულად 2014 წლის ბოლომდე უნდა გადაეცეს, ხოლო მეორე გემი სახელწოდებით „სევასტოპოლი“ 2015 წელს.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთმა "მისტრალის" რუსეთისთვის გადაცემა შეაჩერა. მოგვიანებით საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის "მისტრალის" გადაცემაზე კონტრაქტი არც შეწყვეტილა და არც შეჩერებულა.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით კონტრაქტის რეალიზაცია დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
მასალის გამოყენების პირობები






